ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღებში გადასახადი 50-70-ლარი იქნება. ამის შესახებ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განაცხადა.
ქაცარავა "ლეიბორისტების" განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 100 ლარი, როგორც ამას შრომის პარტიის წევრები ამტკიცებენ, გადასახადის სახით არც ერთ მუნიციპალურ ბაგა-ბაღში არ დაწესდება.
"ბაღებთან მიმართებაში ახალი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია სოციოლოგებთან ფსიქოლოგებთან და ექსპერტებთან ერთად რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ეს გადაწყვეტილება ემსახურება სოციალურ სამართლიანობის აღდგენას საბავშო ბაღებში. რაც შეეხება გადასახადებს მშობლებს გადასახადების გადასახადა მაინც უწევდათ და სწორედ ამიტომ ამ გადაწყვეტილების მთავარი არსია გადასახადების მოწესრიგება სისტემატიზაცია და გამჭირვალეობა, რაც საბოლოოდ ეს ყველაფერი ემსახურება საბავშვო ბაღების მოწესროგებას", - განაცხადა ქაცარავამ.
მისივე თქმით, არც ერთ საბავშო ბაღში 100 ლარი არ იქნება გადასახადი. "ეს იქნება გაცილებით ნაკლები თანხა დაახლოვებით 50 ლარის ოდენობის ზოგიერთ ბაღებში ეს იქნება ნაკლებიც რაიონების მიხედვით".