კურილიის კუნძულებზე ოთხი მიწისძვრა მოხდა. ყველაზე ძლიერი 5, 2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გვიან ღამით კუნძულ სიმუშირთან დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. განმეორებითი მიწისძვრის სიმძლავრემ კი ოთხი მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი კურილიის კუნძულების ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა. სეისმოლოგების ინფორმაციით მიწისძვრა საკმაოდ ძლიერი იყო, თუმცა ცუნამის საშიშროება არ გამოუწვევია.