მესამე დღეა ოჯახის წევრები და ახლობლები დედოფლისწყაროში, სამხედროს ქუჩაზე მცხოვრებ 30 წლის ვალოდია ლ-იანს ეძებენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მამაკაცის ძებნაში პოლიციაც ჩაერთო.
ოჯახის წევრების თქმით, მამაკაცის სახლიდან წასვლის მიზეზი მათთვის უცნობია. წასვლამდე ახალგაზრდა მამაკაცმა მობილური ტელეფონი სახლში დატოვა. ბოლო სამი დღის განმავლობაში დაკარგული არავის უნახავს.