ახმეტის რაიონში წყალდიდობაა. წუხელ მოვარდნილმა ნიაღვარმა სოფელ მატანში 40-მდე საცხოვრებელი სახლი დატბორა.
დახოცილია შინაური ფრინველი და ცხოველი. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც. ჩახერგილია ცენტრალური მაგისტრალი, რის გამოც შეფერხებულია მოძრაობა.
ადგილზე ამ წუთებში სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.