კომპანია "თელასის" ქვესადგურ "დანამოში" სარემონტო სამუშაოს გამო, 9 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება აღმაშენებლის, წერეთლის და თამარ მეფის გამზირებს (ნაწილობრივ), ევდოშვილის, ცაბაძის, დიდუბის, ფოთის, აგლაძის, ქუთაისის, გაფრინდაულის, სოხუმის, გოგოლის, ზუგდიდის, ბათუმის, საგურამოს, მაიაკოვსკის, ქინქლაძის, დადიანის, თევდორე მღვდლის, ვახუშტი ბაგრატიონის, 9 ძმის, ფიროსმანის, ჩიტაიას, კონსტიტუციის, ზაზიშვილის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
შეზღუდვა ასევე შეეხება რკინიგზის საავადმყოფოს, ბავშვთა სამყაროს, სასტუმრო "კოლხეთს", გერმანიის საელჩოს და ტრანპორტის პოლიციას.
ამ ორგანიზაციებს დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ წინასწარ უკვე ეცნობა.
10 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება აღმაშენებლის, წერეთლის და თამარ მეფის გამზირებს (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, ფიფიას, გორის, ბათუმის, ფოთის, გოგოლის, გოგი დოლიძის, ფიროსმანის, კონსტიტუციის, ჩიტაიას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
შეზღუდვა ასევე შეეხება დამწვრობის ცენტრს, ვაგონშემკეთებელ ქარხანას და ქარვასლას.
ამ ორგანიზაციებს დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ წინასწარ უკვე ეცნობა.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.