ელექტრონულმა ჟურნალმა "Accounting Today"-მ ქალისა და მამაკაცის ფინანსებთან დამოკიდებულების შესახებ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა, რომ ფინანსური კეთილდღეობა ქალებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მამაკაცებისათვის, მაგრამ მაინც, მამაკაცები მეტ დროს ხარჯავენ ფინანსურ დაგეგმარებაზე, ვიდრე ქალები.
დადგენილია, რომ კაცების 54 % თავისი ფინასების დაგეგმვას ერთხელ კვირაში აკეთებს, მაშინ როდესაც ასე ქალების 42 % იქცევა. თუმცა ქალების უფრო მეტი რაოდენობა აცხადებს, რომ ეს იყო მნიშვნელოვანია და ამ პროცედურამ მისი ცხოვრების ერთი მონაკვეთი დააბალანსა.
დადგენილია ისიც, რომ ადამიანები თავიანთ ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ასაკში ფინანსებს სხვადასხვაგვარად ხარჯავენ. 18-იდან 24 წლამდე ასაკში ადამიანების 58 % ფინანსების დიდ ნაწილს ახმარს ჯანმრთელობას. კვირაში ერთხელ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ 35-იდან 44- წლამდე ადამიანების 39 %, 45-იდან 54 -მდე ადამიანების 47 %, 55-იდან 64 წლამდე ადამიანების 48 % და 65 წელს გადაშორებულების 59 %.
18-იდან 54 წლამდე რესპოდენტების 56 %-ზე მეტი აცხადებს, რომ მათი პერსონალური ფინანსური სიტუაცია გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე, მათ აზრს იზიარებს 52 % რესპოდენტებისა, რომლებმაც 55 წელს გადააბიჯეს,