NCIB-ის ორგანიზებით "ბოულინგ ცენტრალში" მოეწყო ყველაზე ინოვაციური და მასშტაბური კონკურსის Web Marketing-ის დაჯილდოების ცერემონიალი. მიწვეული იყო 50-მდე მონაწილე, მხარდამჭერი, ლობისტი და სპონსორი კომპანიები. კონკურსანტების 3-თვიანი დაუღალავი შრომისა და ბრძოლის შედეგად, საბოლოოდ გამოვლინდა გამარჯვებული - მარიამ ტალახაძე.
გამარჯვებულს NCIB-მ გადასცა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით. ონლაინ მაღაზია freeshop.ge-მ სპეციალური პრიზით პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა. ფინალში გასულ ხუთივე კონკურსანტს გადაეცა სერტიფიკატები, ხოლო კონკურსის მხარდამჭერმა კომპანიებიებმა ( "ინტელექტ ცენტრი", "შავი ზღვის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი", "ბოულინგ ცენტრალი", სასტუმრო "რადისონი") გამარჯვებული და ფავორიტი ფინალისტები სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვეს.
ღონისძიებაზე კომპანია NCIB-მ ლობისტი კომპანიებიც დააჯილდოვა და მათ თავის მომსახურების სასაჩუქრე პაკეტები გადასცა. გამარჯვებულმა ლობისტმა კომპანია "კამპამ" კი გაზეთ Financial-ისგან www.finacial.ge-ზე ერთწლიანი სარეკლამო ბანერის განთავსების უფლება მოიპოვა.
მოეწყო მინიტურნირი ბოულინგში კომპნიის წარმომადგენლებსა და კონკურსის ფინალისტებს შორის. "ბოულინგ ცენტრალის" ადმინისტრაციამ ტურნირის ბოლოს გამოავლინა გამარჯვებულები და თითოეულს სერტიფიკატიც გადასცა.
კონკურსი მიმდინარეობდა 3 თვის განმავლობაში. ყოველდღიურად ჩართული იყო უამრავი კომპანია, მონაწილე და ათასობით გულშემატკივარი. ყველაზე ინოვაციური და მასშტაბური კონკურსი, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა, გახდა დიდი ინტერესის საგანი და რამდენჯერმე გაშუქდა ყველა წამყვანი ტელეკომპანიის მიერ.
კონკურსმა დაწყების დღიდანვე თანაბრად დააინტერესა და ჩააბა როგორც მონაწილე კონკურსანტები, ასევე კომპანიები და მათი გულშემატკივრები. დარეგისტრირდა 400-მდე კონკურსანტი და დაიწერა მრავალი საინტერესო სტრატეგია 40-მდე მონაწილე კომპანიაზე. მეორე ეტაპზე გადასული ფინალისტები კი თავდაუზოგავად იბრძოდნენ პირველობისთვის და წარმატებით ახორციელებდნენ ლობისტი კომპანიების პიარს ვებსივრცეში.
კონკურსის საბოლოო გამარჯვებული გამოვლინდა მათი საკონკურსო ვებგვერდების რეიტინგის მიხედვით. აღნიშნული რეიტინგი განისაზღვრა სპეციალურად შემუშავებული ფორმულის მეშვეობით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ითვლიდა კონკურსანტების საკონკურსო ქულებს.
პროექტის გენერალური მედია მხარდამჭერი: გაზეთი The FINANCIAL, პარტნიორები - G-Mart, Bowling Central, B-Credit, Radio Commersant, ლობისტი კომპანიები - G-Mart, B-Credit, Campa, Borjomi
მხარდამჭერი კომპანიები: "ინტელექტცენტრი", "შავი ზღვის უნივერსიტეტის ტრენინგ" ცენტრი, "რადისონი".