კომპანია `თელასის" ქვესადგურში `დანამო" სარემონტო სამუშაოების გამო 9 აგვისტოს 10 საათიდან 18 საათამდე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: აღმაშენებლის, წერეთლის და თამარ მეფის გამზირებს (ნაწილობრივ), ევდოშვილის, ცაბაძის, დიდუბის, ფოთის, აგლაძის, ქუთაისის, გაფრინდაულის, სოხუმის, გოგოლის, ზუგდიდის, ბათუმის, საგურამოს, მაიაკოვსკის, ქინქლაძის, დადიანის, თევდორე მღვდლის, ვახუშტი ბაგრატიონის, 9 ძმის, ფიროსმანის, ჩიტაიას, კონსტიტუციის, ზაზიშვილის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
შეზღუდვა ასევე შეეხება: რკინიგზის საავადმყოფოს, ბავშვთა სამყაროს, სასტუმრო "კოლხეთს", გერმანიის საელჩოს და ტრანპორტის პოლიციას.
ამ ორგანიზაციებს დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ წინასწარ უკვე ეცნობა.
ხოლო 10 აგვისტოს 10 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: აღმაშენებლის, წერეთლის და თამარ მეფის გამზირებს (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, ფიფიას, გორის, ბათუმის, ფოთის, გოგოლის, გოგი დოლიძის, ფიროსმანის, კონსტიტუციის, ჩიტაიას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
შეზღუდვა ასევე შეეხება: დამწვრობის ცენტრს, ვაგონშემკეთებელ ქარხანას და ქარვასლას.
ამ ორგანიზაციებს დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ წინასწარ უკვე ეცნობა.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება