აჭარაში 6 სკოლას რუსული აგრესიის დროს დაღუპული გმირების სახელები მიენიჭა. დღეიდან სახალვაშოს საჯარო სკოლა ედნარ დიასამიძის სახელს ატარებს.
სკოლაში ამჟამად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული დიასამიძის ორი შვილი სწავლობს.
დღეს სახალვაშოს სკოლასა და ედნარ დიასამიძის საფლავზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდა. ლევან ვარშალომიძემ და დიასამიძის ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 3 წლის წინანდელი რუსული აგრესია.
ედნარ დიასამიძე 2008 წელს სენაკის სამხედრო ბაზის დაბომბვის დროს დაიღუპა, იგი 1994 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.