საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
ქვეყნის პირველი პირი ცოტა ხნის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორესთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა. მიხეილ სააკაშვილმა უწმინდესთან ერთად ჯერ დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, შემდეგ კი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
აღსანიშნავია, რომ ილია მეორე მუხათგვერდის სასაფლაოზე მგალობლებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებმაც ომში დაღუპულთა სულების პატივსაცემად რამდენიმე გალობა შეასრულეს.
პრეზიდენტმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო უკვე დატოვეს.