მთელი მსოფლიოს მცხოვრებთა დაახლოებით ერთი მესამედი დაინფიცირებულია ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსით, რომლის მიზეზით იღუპება წელიწადში მილიონამდე ადამიანი. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, იუწყება Reuters.
ამასთან, ბევრი ვირუსმტარებელი არც კი ეჭვობს ამის შესახებ მას გადასცემს სხვა ადამიანებს. ჰეპატიტების საკითხში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის ექსპერტის სტივენ ვირსმას სიტყვებით, მსოფლიოში არასათანადო ყურადღება ეთმობა ამ პრობლემას. ამასთან ჰეპატიტი შეიძლება გადაეცეს მრავალი გზით: წყლით, საკვებით, სისხლით, სპერმით და სხვა ბიოლოგიური სითხეებით. როგორც ვირსმა აღნიშნავს, ჰეპატიტმა შეიძლება ნამდვილი ეპიდემიის პროვოცირება გამოიწვიოს, რასაც შეიძლება მოყვეს კიბოსა და ღვიძლის ციროზის განვითარება.
ჰეპატიტების გამომწვევთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია В ტიპის ვირუსი. ის გადაეცემა დედიდან შვილს მშობიარობის დროს ან დასნებოვნება ხდება ბავშვობის ასაკში და ინექციის გზით. რაც შეეხება Е ტიპს, ის გადაეცემა დაბინძურებული წყლით და საკვებით (არც ისე იშვიათად ის ფიქსირდება განვითარებად ქვეყნებში). ამასთან ვაქცინები მის წინააღმდეგ გავრცელებული არ არის.