2008 წლის რუსეთ - საქართვლოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მცხეთაშიც იმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან აცნობეს,
09:00 სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ომში დაღუპულთა სულების მოსხსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რის შემდეგაც მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ნაკურთხი ტრაპეზის გადაეცა.
13:00-ზე ცოცხალი ჯაჭვი გაიმართება, 15:00 საათზე კი გამგეობის წარმომადგენლები დაღუპულთა ოჯახების მონახულებენ. 20:00 საათზე მოეწყობა ფილმის - "აგვისტოს 5 დღე" ჩვენება დიდ ეკრანზე.
დღის ბოლოს, 22:00 საათზე კი "გალობის საღამო" გაიმართება (დიდი მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია); გარდაცვლილების სახელზე სანთლებს აანთებენ.