ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანში სერიოზული პრობლემები შექმნა.
გასულ ღამეს მნიშნელოვნად შეფერხა მოძრაობა. ამასთან წყლის ნაკადმა რამდენიმე უბანში, მათ შორის სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე წლის კოლექტორი დააზიანა.
დაზიანებულ მონაკვეთებზე სარემონტო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოვარდნილმა ნიაღვარმა ათეულობით საცხოვრებელი სახლიც დატბორა.