ავღანეთში ნატოს ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
დღეს ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ნატოს სამხედრო კონტიგენტის ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხედრო კონტიგენტის პრესსამსახური ავრცელებს. გარდაცვლილთა ეროვნებები არ კონკრეტდება, მხოლოდ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯარისკაცები ამბოხებულების თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 30 ამერიკელიდა 7 ავღანელი სამხედრო დაიღუპა ავღანეთის პროვინცია ვარდაკში, მას შემდეგ რაც თალიბებმა ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
სულ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ავღანეთში დაღუპულია 380 ჯარისკაცსა და ოფიცერზე მეტი, რომელთა უმრავლესობას ამერიკელები შეადგენენ. გარდაცვლილი სამხედროების ეროვნებებით მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთია.
მასალის გამოყენების პირობები