ლონდონის პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება მოკლული მოქალაქის ოჯახის წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ "სი-ენ-ენი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცელებით, სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 8 პოლიციელი ლონდონის სამხრეთ ნაწილში მომხდარი არეულობების დროს. ინფორმაციას ამის შესახებ ლონდონის "სასწრაფო დახმარების" სამსახური ავრცელებს.
11 დაზარალებულიდან 9 საავადმყოფოშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ არეულობა შაბათს საღამოს ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტოტენჰემის რაიონში დაიწყო, სადაც მიმდინარე პარასკევ საღამოს პოლიციის თანამშრომელმა ერთი ადგილობრივი მოქალაქე მოკლა.
კერძო ტაქსის მგზავრი 29 წლის მარკ დაგგანი პოლიციელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა. პოლიციელებს ავტომობილში ჩხრეკის ჩატარება სურდათ. ამ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი დაიჭრა. აღნიშნული ინციდენტის გარემოებების გამოძიებას პოლიციაზე საჩივრების შესახებ არსებული დამოუკიდებელი კომისია აწარმოებს.
შაბათსვე საღამოს 300 ადამიანის ტოტენჰემის პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბა და "სამართლიანობის აღდგენა" მოითხოვა.
სკოტლანდ-იარდის ინფორმაციით, სტიქიური პროტესტის შედეგად ისრორდნენ ბოთლებს, რომელშივგ ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული. ბოთლებს პოლიციის ავტომობილებსაც ესროდნენ. შედეგად ორი საპატრულო ავტომობილი დაიწვა, რომელთაგან ერთი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შუა ქუჩაში გამოათრიეს.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ორსართულია ავტობუსს წაუკიდეს ცეცხლი და ახლომდებარე მაღაზიებისა და სავაჭროობიექტების დარბევა დაიწყეს. მოვლენების ეპიცენტრი ჟურნალისტებმა დატოვეს, ვინაიდან აქციის მონაწილეებს მათზე თავდასხმის მცდელობები ჰქონდათ. არეულობებთან საბრძოლველად სტიქიურ მასობრივ მღელვარებებთან ბრძოლის დანაყოფები გაიგზავნა.
დილისკენ სიტუაცია სტაბილურობის ნიშნულს მიუახლოვდა, თუმცა თვითმხილველთა განცხადებით აქციის მონაწილეებმა უკვე ახლომდებარე ქუჩებში დაიწყეს მაღაზიების დარბევა.
პოლიციელების მოქმედებების კოოორდინირებისათვის ლონდონში სპეციალური ცენტრი გაიხსნა. ცენტრის ხელმძღვანელის სტივენ უოტსონის ინფორმაციით, პოლიციელები ტოტენჰემის ქუჩებში სიმშვიდის აღდგენამდე დარჩებიან.
მასალის გამოყენების პირობები