ავღანეთში უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო ძალების პრეს-სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა 37 აშშ-სა და ავღანეთის სამხედრო მოსამსახურის და ერთი სამოქალაქო პირის -თარჯიმნის დაღუპვის ფაქტი.
გავრცელებული ინფორმაციით, თალიბების მიერ ვეტმფრენის CH-47 Chinook ჩამოგდების შედეგად აშშ-ის დანაკარგმა 30 ადამიანი შეადგინა.
დაღუპულთა უმეტესობა აშშ-ის ელიტარული ქვედანაყოფის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობდნენ, ნათქვამია გავცელებულ ინფორმაციაში.
მომხდართან დაკავაშირებით დაწყებულია გამოძიება.