კიევში, სპეციალური დანიშნულების რაზმმა "ბერკუტმა" პეჩორის რაიონოს სასამართლოსთან ალყა შემოარტყა იულია ტიმოშენკოს მომხრეებს, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ.
უკირაინული მედიის ინფორმაციით, ტიმოშენკოს მომხრეების "კარვების ქალაქის" მინდებარად რამდენიმე ავტობუსი და სპეცავტომანქანა განლაგდა, რომლებშიც სამართალდამცავები იმყოფებიან.
სპეცრაზმმა "კარვების ქალაქის" ირგვლივ რკინის ღობეები დაალაგა.
აქციის მონაწილეები, რომლებსაც ტიმოშენკოს თანამებრძოლი ალექსანდრ ტურიჩევი ხელმძღანელობს თავდაცვისთვის მზადებიან.
უნდა აღინიშნოს, რომ წუხელ პეჩორის სასამართლომ მიიღო გადწყვეტილება შენობის მიმდებარედ სამშვიდობო საპროტესტო აქციის გამართვის აკრძალვის შესახებ.
იმის გამო, რომ აქციის მონაწილეებს შორის არიან უკრაინის პარლამეტის წევრები იულია ტიმოშენკოს ბლოკიდან, რომლებიც ადგილზე აწყობენ მოსახლეობასთან შეხვედრებს, უკრაინული მედია წერს, რომ სასამართლო დადგენილებაში არაფერია ნათქვამი, დეპუტატების მიერ ამ ტერიტორიაზე მოსახლეობასთან შეხვედრების აკრძალვის თაობაზე.
ტიმოშენკოს მომხრეებმა აქციის გამართვა მათი ლიდერის დაკავების შემდეგ დაიწყეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია 30-მდე კარავი. 20 კარავზე არის წარწერა - პარლამენტის დეპუტატების "საზოგადოებრივი მისაღები .