რუსულმა ინტერნეტგამოცემა http://copoka.net აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა. საიტის განმარტებით, ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სატელეფონო საუბრებია ჩაწერილი.
copoka.net -ის მტკიცებით, პირველ ჩანაწერში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშილი და მისი მოადგილე შოთა უტიაშვილი საუბრობენ; მეორეში შს მინისტრი და იუსტისიის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი; მესამეში - ვანო მერაბიშვილი და შსს-ის ადამინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი; მეოთხეში ჩანაწერში საიტის ვერსიით, მხოლოდ მერაბიშვილის ხმა არის, მეხუთეში - ვანო მერაბიშვილი და შოთა უტიაშვილი საუბრობენ, მეექვსეში კი - ვანო მერაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრება.
ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, მათ გაუჩნდათ შესაძლებლობა წარმოადგინონ, თავის მნიშვნელობით „იმედის" გენერალური დირექტორის (საუბარია გიორგი არველაძეზე. რედ) მიერ რუსეთის ჯარების საქართველოში ვირტუალური შეჭრის აღიარების ტოლფასი მასალები.
„ეს არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბრების სერია იმ პირებთან, რომელებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები ფოტოგრაფების საქმის ფაბრიკაციაში, რომელმაც ააღელვა საქართველოსა და მსოფლიო საზოგადოება", - წერს გამოცემა.