დასავლეთ საქართველოში, სოფ. შროშასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი "ბმვ"-ს მარკის ავტომობილი "აუდის" მარკის ავტომანქანას შეეჯახა .
შეჯახების შედეგად "ბმვ"-ში მსხდომი ოთხი მგზავრი გარდაიცვალა, რომელთა შორის შორის ორი გოგონა იყო. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
მსუბუქი დაზიანებები მიიღეს "აუდიში" მსხდომმა სამმა მგზავრმა.