ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია. მაგნიტური ქარიშხალი 5 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყო და მას დარტყმის ხასითი ქონდა. მაგნიტური ველის რყევის ამპლიტუდა რამდენიმე წუთის განმავლობაში სამი ბალიდან 9 ბალამდე გაიზარდა (ათბალიანი სისტემით).
მაგნიტური ქარიშხალი ამ დრომდე გრძელდება. მეცნიერები აცხადებენ, რომ ბოლოს ასეთი სიძლიერის ქარიშხალი 2006 წლის 15 დეკემებერს, მაღალი კლასის სიძლიერის აფეთქებების სერიის -X- გასული მზის ცილკის ბოლო სერიის დროს დაფიქსირდა.
მეცნიერების განცხადებით, ქარიშხალი პლანეტარულ ხასიათს ატარებს და ის დაფიქსირდა ყველა მაგნიტური ლაბორატორიის მიერ.
ამჟამად ქარიშხლის სიძლიერე ოდნავ შენელებულია და ის 6 ბალს შეადგენს - კრიტრიკული ზღვარის მინიმალური დონე.
უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამიდნელი ქარიშხალი მეცნიერებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და მისი გრძელვადიანი პროგნოზი არც ერთ ცენტრსა და ლაბორატორიას არ გაუკეთებია.
"ამჟამად მზის აქტოვობის დონე საკმაოდ სუსტია, ამ ფონზე ასეთი მაგნიტური ქარიშხალი უჩვეულოა. ის საკმაოდ ძლიერია, ვიდრე შეიძლებოდა ასეთ ვითარებაში დაგვეშვა", - აცხადებენ მეცნიერები.
ამჟამინდელ მაგნიტურ ქარიშხალზე უფრო ძლიერი ქარიშხალი 2005 წლის 11 სექტემბერს დაფიქსირდა, როცა მისმა „აღშფოთებამ" 50 საათი გასტანა, და დონემ მაქსიმალური - 10 ბალი შეადგინა. მაშინ სხვადასხვა ქვეყნებში, მეტ წილად კი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მრავალ თანამგზავრულ ნავიგაციაში მნიშვნელოვანი შეფერხებები მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები