უკრაინის დედაქალაქ კიევში, კრეშატნიკზე, ექს-პრემირ იულია ტიმოშენკოს დაკავების გამო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მიტინგზე გამომსველელები მოუწოდებენ მოქალაქეებს ორშაბათს მაიდანზე დაიწყობს საერთო ეროვნული საპროტესტო აქცია.
„კიეველებო მოგიწოდებთ, ორშაბათს შევიკრიბოთ მაიდანზე და დავიცვათ იულია ტიმოშენკო და მთელი უკრაინა", _ აცხადებენ მიტინგზე გამომსველელბი.
აქციის მონაწილეების თქმით, თუ ისინი ახლა არ დაიწყებენ გადამწყვეტ ბრძოლას, იანუკოვიჩის რეჟიმი ყველას გათელავს. ისმის მოწოდებები ოპოზიციური ძალების გაერთიანებისა და ტიმოშენკოს გათავისუფლების მოთხოვნით აქციების გამართვის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ დღეს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.