"ამნესტი ინტერნეიშენელი" საქართველოს მთავრობას დევნილთა იძულებითი გამოსახლეობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები დაცული უნდა იყოს.
"საქართველოს მთავრობამ უნდა შეაჩეროს იძულებით გადაადგილებულ პირთა იძულებით გამოსახლება და უზრუნველყოს ისინი ადეკვატური საცხოვრებლით", - ნათქვამია განცხადებაში.
"ამნესტი ინტერნეიშნელი" კვლავ მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებს, დაიცვან საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები და თავდაპირველ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება მისცენ.
"იმ პირობებში, როცა დევნილთა დაუყოვნებლივ დაბრუნება შეუძლებელია, მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციისთვის და შეთავაზოს მათ ადეკვატური საცხოვრებელი პირობები", - ნათქვამია განცხადებაში.