კახეთში გველმა მამაკაცი დაკბინა. ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ქვეწარმავალმა 62 წლის შენგელი ახალკაციშვილს მინდორში მუშაობისას უკბინა.
დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ყვარლის რაიონის საავადმყოფოში აღმოუჩინეს. შემდგომში კი, ექიმების გადაწყვეტილებით, მამაკაცი კატასტროფის ცენტრის რეანიმობილით თბილისში გადმოიყვანეს.
ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ისინი მოსახლეობას ურჩევენ მსგავსი შემთხვევების დროს აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ნაკბენი დამოუკიდებლად არ დაამუშაონ.