თბილისის მერია "ქრისტიან-დემოკრატს" პასუხობს. საუბარია მუნიცპალური ბაგა-ბაღების თვითდაფინასებაზე გადასვლის საკითხზე.
მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავას ინფორმაციით, საბავშვო ბაღებისადმი მიდგომა, რომელიც ამ ეტაპზე შემუშავდა, სოციალური სამართლიანობის კუთხით ძალიან წარმატებულად მიაჩნიათ და ბაგა-ბაღებში დაწესებული ფასები კორექტულად იქნება შემუშავებული.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ 3-შვილიან ოჯახებს გადავახდევინოთ მხოლოდ ერთი ბავშვის გადასახადი. ასევე, ბაღებში გვყავს 4-5-შვილიანი ოჯახის ბავშვები, ისინი საერთოდ გათავისუფლდებიან გადასახადისგან, რამდენადაც ეს არის მრავალშვილიანების სოციალური მხარდაჭერა", - განაცხადა ქაცარავამ და აღნიშნა, რომ მრვალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკაა.
მისივე ინფორმაციით, მერია ოპონენტების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს ჩვენ აუცილებლად გაიხილავს.
"თითოეულ მუნიციპალურ ბაღს შესაძლებლობა ექნება, დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ხარისხის შესაბამისი, ინდივიდუალური გადასახადი დააწესოს, მაგრამ ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რაც რეალურად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ერთი ბავშვის შენახვას სჭირდება. მშობელი საბავშვო ბაღის ასაკის მეორე შვილის სწავლებაში, პირველი შვილის სწავლის ღირებულების 50%-ს გადაიხდის, ხოლო მესამე ბავშვის სწავლება უფასო იქნება", - განაცხადა ქაცარავამ.
შგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა, "ქრისტიან-დემოკრატმა" ჯაბა სამუშიამ მუნიცპალური ბაგა-ბაღების თვითდაფინასებაზე გადასვლასთან დაკავშირებით გააკეთა და აღნიშნა, რომ, "ხელისუფლებამ ქალაქში კიდევ ერთი სეგმენტი გააძვირა".
"ქრისტიან-დემოკრატები" ბაგა-ბაღების დაფინანსებასთან დაკავშირებით მერიას საკუთარ წინადადებას სთავაზობენ, რომლის მიხედვით, პირველი შვილის ბაღში აღზრდა, ვინაიდან ისინი, ძირითადად, ახალშექმნილი ოჯახებიდან არიან, იყოს უფასო; ყოველ მეორე ბავშვზე გადასახადი იყოს 50%, ხოლო მესამე ბავშვზე, ვინაიდან იშვიათია ოჯახებში სამი ბავშვი ერთდროულად დადიოდეს ბაღში, მშობლემა გადაიხადოს სრული 100%-ით.
აღნიშნულ წინადადებას "ქრისტიან-დემოკრატები" საკრებულოს სხდომაზე წარადგენენ.