საქართველოში ჯილეხით კიდევ ერთი ადამიანი დაინფიცირდა. ლევან ვაშაყმაძე თბილისში კასპიდან წუხელ ჩამოიყვანეს.
თავდაპირველად მას ოპერაცია ყელზე ჩაუტარდა, თუმცა, ქირურგიულმა ჩარევამ მდგომარეობა გაუუარესა. ახლა მედიკოსები ეჭვობენ, რომ ვაშაყმაძე ჯილეხით არის დაავადებული.
ექიმები კომენტარს არ აკეთებენ, ოჯახს კი მედიკოსების მიმართ პრეტენზიები აქვს.