ქვესადგურ ,,აბრეშუმში" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, 5 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის(ნაწილობრივ), ერწოს, ღრმაღელეს, ქსნის, ქვიშხეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.