ქვესადგურში ,,აბრეშუმი" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 05 აგვისტოს 10 საათიდან 18 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის(ნაწილობრივ), ერწოს, ღრმაღელეს, ქსნის, ქვიშხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.