დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში მამუკა ნ-შვილის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად 70 წლის ომარ ჭ-შვილი დაიღუპა, მამუკა ნ-შვილმა კი სხეულის დამწვრობა მიიღო. დაშავებული კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანა.
„ხანძარი ღუმელიდან გაჩნდა. ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დედოფლისწყაროს სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა სახლი მთლიანად დაწვას გადაარჩინეს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ლევან იაკობიშვილმა.