საქართველოში აივ-ინფექციით 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ეს მიმდინარე თვეში საქართველოში შიდსის ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
დაღუპვის მიზეზი ისევ დაგვიანებული მკურნალობა გახდა. პაციენტს აივ-ვირუსთან ერთად "ც" ჰეპატიტი და ღვიძლის ცეროზი ჰქონდა, რამაც მდგომარეობა დაამძიმა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
2011 წლის ბოლო მონაცემებით, შიდსით დაინფიცირების 251 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. სულ 66 გარდაიცვალა, აქედან 55 მამაკაცია. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრში მკურნალობას ამჟამად 900 პაციენტი გადის.