დღეიდან განახლდა საქართველოში იტალიური არქეოლოგიური მისიის მუშაობა, რომლის მიზანია დმანისის არქეოლოგიური გათხრების შესწავლა. მისიას, რომელიც მუშაობს ფლორენციის უნივერსიტეტთან კოორდინირებით და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთობლივად, აფინანსებს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (კერძოდ კი, კულტურული თანამშრომლობის გენერალური დეპარტამენტი, IV სამმართველო). მისიას ხელმძღვანელობს პროფ. ლორენცო რუკი სიენის უნივერსიტეტის არქეოლოგთან, ლაურა ლონგოსთან თანამშრომლობით.
პროფ. რუკის სამუშაო ჯგუფის მიერ ბოლო წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგები გამოქვეყნდა ფრანჩესკო ბერნას მნიშვნელოვანი სამეცნიერო სტატიის სახით, რომელიც დაიბეჭდა პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში "Proceedings of the National Academy of Sciences". ამ სამეცნიერო ნაშრომში თავმოყრილია დმანისის გათხრების მსვლელობისას მოპოვებული მონაცემები, რომლებიც ეხება 1850000 წლის წინ უძველესი ჰომინიდების (Homo Erectus) ევრაზიაში ჩამოსახლებას.
დმანისში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ საქართველოში იტალიის საელჩოს ვებგვერდზე.