თელავის რაიონის სოფელ ვანთაში მცხოვრები ნანა ქევხიშვილი ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „ყოფილი ცოლების კლუბში" მონაწილეობის გამო პურსაცხობიდან გაათავისუფლეს.
ნანა ქევხიშვილის თქმით, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, პურსაცხობის მეპატრონემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პურსაცხობში მისვლა აუკრძალა. პურსაცხობის მეპატრონე კომენტარს არ აკეთებს.
ნანა ქევხიშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ვანთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა იოსებ იოსებაშვილმა განუცხადა, ქალბატონი ღირსი იყო და სამსახურიდან ამიტომაც გააგდეს.
გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ია ფარულავამ გუშინ, ღია ეთერით კახეთის გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილს მიმართა და ნანა ქევხიშვილის დასაქმება სთხოვა.