პარტია „თავისუფალი საქართველო"-ს ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ დევნილთა გამოსახლების მორიგი ეტაპი ქუთაისში იგეგმება. პარტიის ინფორმაციით პირველი წყალწითელას პანსიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს გამოასახლებენ.
„თავისუფალი საქართველოში" განმარტავენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შეშფოთებულია ქუთაისში სხვადასხვა დასახლებებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა.
"მათი თხოვნით პარტია „თავისუფალი საქართველო"-ს ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციამ დაიწყო აქტიური მუშაობა, რათა შეიქმნას სოლიდარობის კომიტეტი, რომელიც გამოსახლების დაწყების შემთხვევაში, მზად იქნება გაუკეთოს ორგანიზება ქუთაისში მცხოვრებ დევნილთა აქციებს, რათა ხელისუფლება ვაიძულოთ გადაიფიქორს ერთხელ უკვე საკუთარი სახლებიდან გაძევებული ადამიანების უსახლკაროდ დატოვება.
აგრეთვე მოვუწოდებთ ქუთაისელებს, რომ ნუ იქნებიან გულგრილნი დევნილთა პრობლემის მიმართ და საჭიროების შემთხვევაში დადგნენ მათ გვერდით"- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.