დღეს საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოავარიას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავარიის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია.
დაშავებულები პირველ კლინიკურ საავადმყოფოსა და იაშვილის ბავშთა კლინიკაში არიან გადაყვანილები.
ერთმანეთს "ბე-ემ-ვე"-სა და "ნისანის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.