აქცია "მე-ც დევნილი ვარ" დღეს, 4 აგვისტოს, ევროკავშირის მონიტირინგის მისიის ოფისთან გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ინიციატორი "საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობიდან" აცნობეს, მიტინგის პარალელურად, წარმომადგენლობითი ჯგუფი ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელობას შეხვდება და მათ დეტალურად გააცნობს დაზარალებულ და გამოსახლებულ დევნილთა უმძიმეს მდგომარეობას.
"შემუშავებულია მიმართვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის, ანჟეი ტიშკევიჩის სახელზე. მიმართვაში არის შეფასება იმ უმძიმესი მდგომარეობისა, რომელშიც იმყოფება 18 ივლისს გამოსახლებული 70 დევნილი ოჯახი. მიმართვაში დაფიქსირებულია, თუ როგორ ირღვევა ხელისუფლების მხრიდან კანონმდებლობა. ასევე, დოკუმენტში ასახულია დევნილთა ლეგიტიმური და რეალისტური მოთხოვნები", - განაცხადა ლილუაშვილმა.