4 აგვისტოს, 11:00 საათიდან, „ნატახტარის ლიმონათის" ორგანიზებით, საგურამოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელები კომპანია „ევროპარკის" აკვაპარკს (თბილისი, ნინუას ქ. 3) ესტუმრებიან. აქციის ფარგლებში, ბავშვები მთელი დღის განმავლობაში გაერთობიან ატრაქციონებზე და მიიღებენ საჩუქრებს (საცურაო ინვენტარი და სხვ.). სპეციალურად მოწვეული ანიმატორები კი ათამაშებენ მათ ინტელექტუალურ და გონებამახვილურ თამაშებს. კომპანია „ნატახტარის" წარმომადგენლები უზრუნველყოფენ ბავშვთა სახლის აღსაზრდელების ტრანსპორტირებასა და კვებას.
2010 წლის ზაფხულიდან კომპანია „ნატახტარმა" აიღო პატრონაჟი საგურამოს ბავშვთა სახლზე და პერიოდულად ეხმარება დაწესებულებას და მის აღსაზრდელებს. ამ ხნის განმავლობაში მოეწყო რამდენიმე აქცია და სპორტული ღონისძიება ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშესაწყობად. „ნატახტარის ლიმონათი" მომავალშიც აპირებს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას საგურამოს სახლის ბავშვებისთვის.