ნორვეგიაში დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ცხედარს საქართველოში ხვალ, 4 აგვიტოს ჩამოასვენებენ. როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიასა და ნორვეგიის სამეფოში დავით კერესელიძე აცხადებს, გადმოსვენებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე მზადაა. მისი ინფორმაციით, თამთა ლიპარტელიანს სამშობლოში თურქეთის გავლით, სტამბულის რეისით ჩამოასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს 32 წლის ტერორისტმა ანდრეს გრეივიკმა ნორვეგიის დედაქლაქ ოსლოში ტერაქტი მოწყო, შემდეგ კი კუნძულ ოტოიოს ახალგაზრდული ბანაკის დამსვენებლებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო ინფორმაციით, ინციდენტების დროს 78 კაცი დაიღუპა, მათ შორის არის ქართველი თამთა ლიპარტელიანი, რომელიც იმ დროს ბანაკში იმყოფებოდა.
ლიპარტელიანის ცხედარი თითის ანაბეჭდების საშუალებით ამოიცნეს. მას ზურგის არეში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გვამი წყალში იპოვეს. დაღუპულის გადამოსვენების ხარჯებს და კომპენსაციას ნორვეგიული მხარე გაიღებს.