ამერიკის შტატ ტეხასში ტბა წითლად შეიღება. ძლიერი სიცხის გამო, სან ანჯელოს ეროვნულ პარკში მდებარე ტბა თითქმის მთლიანად დაშრა, რამაც თევზებისა და წყლის ბინადართა მასობრივი დახოცვა გამოიწვია.
წყლის უჩვეულო შეფერილობამ რელიგიური ფანატიკოსები გააკვირვა და ისინი მსოფლიოს დასასრულის შესახებ ალაპარაკდნენ.
აპოკალიფსის მომლოდინე ადამიანებს სპეციალისტები ამშვიდებენ და ამბობენ, რომ ფერის ცვალებადობას სავსებით რაციონალური ახსნა აქვს და მას ერთ-ერთი ბაქტერია იწვევს, რომელიც უჟანგბადო წყალში ძალიან სწრაფად მრავლდება.