რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტოდან ხსოვნის კვირეული დაიწყება.
მის ფარგლებში მთელი კვირის განმავლობაში ყველა პროფესიის ადამიანს შეეძლება წითელი ყაყაჩოების გამოსახულებიანი მაისურები ატარონ, რომელიც ჰიპერმარკეტ "გუდვილსა" და "ბიბლუსის" მაღაზიებში სიმბოლურ ფასად გაიყიდება, შემოსული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება.
ამ აქციას 2010 წლის 6 აგვისტოს "პრაიმტაიმის" წიგნის "გმირი" პრეზენტაციაზე ჩაეყარა საფუძველი. პრეზენტაციაზე დარიგდა პაციფისტური სიმბოლო - წითელი ყაყაჩო, რომელსაც იმ დღეებში ყველა პროფესიის ადამიანი ატარებდა.