სახელმწიფო ყველა კლასის სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს. წელს წიგნების გადაცემის პროცესში საქართველოს ფოსტა ჩაერთვება.
შესაბამის მემორანდუმს ხვალ, 4 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ფოსტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბაინდურაშვილი მოაწერენ ხელს.