ადვოკატთა ასოციაციამ ევროსაბჭოს წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ორგანიზაციას მოუწოდეს, დაკავებული ადვოკატების საქმეებთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინონ.
"საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს ევროკონვენციის მეექვსე მუხლის დაცვა პატიმრებთან, ადვოკატებთან და ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, რომელსაც სასამართლოსთან შეხება აქვს", - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა საქართველოში ადვოკატების ინსტიტუციონალური დევნა დაადასტურა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას პასუხს არავინ სთხოვს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ევროსაბჭოს წარმომადგენლებს გადასცეს დაკავებული ადვოკატების სია და რეაგირება ერთი თვის ვადაში ითხოვეს.