2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის კვირეულს კომპანია გუდვილი უერთდება. 8 და 9 აგვისტოს გუდვილის ქსელის ყველა თანამშრომელი ყაყაჩოს გამოსახულებიან მაისურებს ატარებს.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობით კომპანია გუდვილი მცირე წვლილს შეიტანს 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად და პატივს მიაგებს დაღუპულ გმირებს.
აღნიშნული აქცია „ფრაიმთაიმის" მიერ ორგანიზებულ „ხსოვნის კვირეულის" ფარგლებში იმართება. კვირეულის სიმბოლოა ერთიანობისა და სამშობლოსათვის დაღვრილი სისხლის სიმბოლო - კრწანისის ველის წითელი ყაყაჩოები.