მოსკოვის გამზირზე ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გაიხსნა. ის პირადად შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გახსნა.
2008 წლიდან დღემდე ქვეყანაში პოლიციის განყოფილების თვრამეტი ახალი შენობა აშენდა, რომლებიც აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკით და არის სრულიად გამჭვირვალე.
ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს ახალ შენობაში 120 თანამშრომელი იმუშავებს. აღნიშნული პოლიციის შენობა რიგით მეექვსეა, რომელიც ამ რაიონში გაიხსნა.