ტომას ბიტი აღიარეს პირველ მამაკაცად, რომელმაც დაფეხმძიმება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მან სამ წელიწადში სამი ბავშვი გააჩინა. მშობიარობიდან ერთი წლის შემდეგ ტომასმა ჩვეული ფორმა უკვე დაიბრუნა.
აღსანიშნავია, რომ ტომასი სრულფასოვანი არ არის. ის ქალად დაიბადა, თუმცა საბოლოოდ სქესის შეცვლა გადაწყვიტა. მან მოიშორა მკერდი, თუმცა ვიდრე ყველა ქალურ ორგანოს მოიშორებდა გადაწყვიტა დაფეხმძიმებულიყო და შვილები გაეჩინა. ორსულობის პერიოდში ტომმა შეწყვიტა მამაკაცური ჰორმონების მიღება, თუმცა მას შემდეგ რაც შვილები გააჩინა და პროცედურების ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა, ჰორმონების სმა ისევ გააგრძელდა და სხეულის ფორმაში მოსაყვანად ვარჯიშიც დაიწყო.