გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, აგაზგასამართ სადგურზე "ჟიგულის" მარკის ავტომანქანა აფეთქდა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, აფეთქების შედეგად მანქანის მძღოლი, 47 წლის გიორგი ხატანიშვილი მძიმედ დაშავდა, დაზიანდა გვერდით მდგომი ავტომანქანაც.
დაშავებული გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ის კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას გურჯაანის პოლიცია აწარმოებს.