3 აგვისტოს, 14:00 საათზე, ისტორიის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება. შედეგები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) განთავდება. აბიტურიენტები სპეციალური საძიებო სისტემის მეშვეობით შეძლებენ საკუთარი ნაშრომისა და შეფასების ნახვას.
გარდა ამისა, ყველა მობილური ოპერატორის აბონენტი საკუთარ შედეგს შეიტყობს მოკლე ტექსტური შეტყობინებით - ამისათვის მათ აბიტურიენტის კოდი უნდა გაგზავნონ ნომერზე 6232.
სააპელაციო განცხადებების მიღება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.