სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მთაწმინდაზე, ილია მართლის საფლავზე, პარაკლისი გადაიხადა.
ილია მეორესთან ერთად მთაწმინდაზე წმინდა სინოდის წევრები და მღვდელმთავრები იმყოფებოდნენ. პარაკლისს დაესწრნენ დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. მათ პატრიარქს ილია წინასწარმეტყველის და მისი ანგელოზის ხსენების დღე პირადად მიულოცეს.
პარაკლისის გადახდამდე ილია მეორემ სამებაში წირვის დასრულების შემდეგ ტრადიციულად მრევლს მიმართა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.
პატრიარქის თქმით, ქვეყანა აუცილებლად გაიმარჯვებს და გაბრწყინდება.