სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველ ხალხს მისი სიყვარულისთვის მადლობას უხდის.
"ერთი რამ დამრჩენია სათქმელად. დიდება და მადლობა უფალს და მადლობა თქვენ სიყვარულისთვის", - ბრძანა უწმინდესმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ, ქადაგებისას.
ამასთან, უწმინდესის აზრით, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და გაბრწყინდება.
"საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. აუცილებად გაბრწყინდება. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, შევეჯიბროთ ერთმანეთს - თქვენ უფრო გიყვარვართ თუ მე უფრო მიყვარხართ. ერთმანეთის სიყვარულში შევეჯიბროთ", - აღნიშნა ილია მეორემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ილიაობაა. ამ წუთებში პატრიარქი მთაწმინდაზე, წმინდა ილია მართლის საფლავზე პარაკლისს იხდის.