მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ილიაობა მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.
"ქრისტესმიერპო ძმაო და უფლის საყდრის თანამწირველო. გულთადად გილოცავთ თქვენი ზეციური მფარველის დღეს. მის მსგავსად თქვენ სიბრძნითა და სიმამაცით უძღვებით ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიას.
ხართბრა ივერიის ხალხის სულიერი მამა, თვენ შთააგონებთ თქვენს სამწყსოს უწმინდესად შეინახოს მართლმადიდებლური სარწმუნოება.
თბილად ვიხსენებ ჩვენ შეხვედრას კიევში და ვლოცულობ თქვენი სულიერი სამყაროსა და ჯანმრთელობისათვის.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი", - ნათქვამია რუსეთის პატრიარქის მილოცვაში.