საქართველოში რამდენიმე წუთის წინ მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 3,6 მაგნიტუდა შეადგინა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სეისმოლოგიურ ცენტრში განუცხადეს, ეპიცენტრი თბილისიდან 30 კილომეტრში, თეთრიწყაროს რაიონში, 12:13 საათზე დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების მცირე სიმძლავრის გამო, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.