ნორვეგიაში დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ცხედარს საქართველოში ხვალ, 3 აგვიტოს ჩამოასვენებენ.
როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიასა და ნორვეგიის სამეფოში დავით კერესელიძე აცხადებს, გადმოსვენებისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე მზადაა.
"დოკუმენტაცია უკვე მზადაა. დასრულებულია მისი თარგმნაც. როგორც მე მპირდებიან, გადმოსვენება ხვალ მოხერხდება", - აცხადებს დიპლომატი.
მისივე ინფორმაციით, თამთა ლიპარტელიანს სამშობლოში თურქეთის გავლით, სტამბულის რეისით ჩამოასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს 32 წლის ტერორისტმა ანდრეს გრეივიკმა ნორვეგიის დედაქლაქ ოსლოში ტერაქტი მოწყო, ხოლო კუნძულ ოტოიოს ახალგაზრდული ბანაკის დამსვენებლებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო ინფორმაციით, ინციდენტების დროს 78 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის ქართველი თამთა ლიპარტელიანიც, რომელიც იმ დროს ბანაკში იმყოფებოდა.
ლიპარტელიანის ცხედარი თითის ანაბეჭდების საშუალებით ამოიცნეს, რომლესაც ზურგის არეში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გამი წყალში იპოვეს. დაღუპულის გადამოსვენების ხარჯებს და კომპენსაციას ნორვეგიული მხარე გაიღებს.